საქართველოს ნაკრებმა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა "ფედერაციის თასზე" ავსტრიასთან წააგო

ტალინში მიმდინარე "ფედერაციის თასის" გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, გამოსვლა მარცხით დაიწყო. გოგონებმა A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავსტრიასთან 1:2 წააგეს.

პირველ შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ დაძაბულ ბრძოლაში ჯულია გრაბხერს აჯობა - 7:5 6:3 და ჩვენი გუნდი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ სოფიო შაფათავა ჯერ ბარბარა ჰაასთან 4:6 1:6 დამარცხდა, ხოლო წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად, ჯულია გრაბხერისა და ბარბარა ჰაასის დუეტს ვერ გაუმკლავდა - 3:6 5:7.

ტალინში, "ფედერაციის თასის" ზედა ეშელონებში დასაწინაურებლად ორი საგზურისთვის 14 ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა გუნდები იბრძვიან.

საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, კაპიტანი - მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) A ჯგუფში მეორე მატჩს დღეს პოლონეთთან ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში ავსტრიას 2:1 მოუგო. პოლონელები თავიანთი ლიდერის, აგნეშკა რადვანსკას გარეშე ასპარეზობენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები