ბასილაშვილისა და ტიმის მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

ბასილაშვილისა და ტიმის მატჩის შემდგომი კომენტარები

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე GARANTI KOZA SOFIA OPEN-ზე, რომელიც 250-იანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8 ფინალურ შეხვედრაში, მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ორ სეტში, 6:4 6:4 დაამარცხა. 

"ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე და განსაკუთრებით მეტოქის მოწოდებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი მატჩი შევძელი სტაბილურობის შენარჩუნება". 

"ზედა ათეულის წევრთან გამარჯვება შესანიშნავი შედეგია და ეს მოგება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია. დღევანდელი გამარჯვება მომავალი თამაშებისათვის თვითრწმენას მმატებს და მაძლიერებს". 

"მარტინ კლიჟანთან თამაში ძალიან რთული იქნება. მას აქამდე არ შევხვედრივარ. ვეცდები ყველაფერი დავგეგმო და ხვალინდელ მატს ტაქტიკურად კარგად მომზადებული შევხვდე". - განუცხადა ტურნირის ოფიციალურ საიტს ბასილაშვილმა. 

"მან ძალიან სწრაფი ჩოგბურთი ითამაშა. გათამაშებებში ჩაბმის საშუალება თითქმის არ მქონია. ასეთ რიტმს მთელი მატჩი ვერ გავუძელი. ვფიქრობ, გათამაშებების დასაწყისში უფრო აქტიური თამაში უნდა მეცადა, რითაც მეტოქეს შევავიწროვებდი, თუმცა ეს ვერ შევძელი და უნდა ვაღიარო, რომ თამაშის მიმდინარეობას იგი კარნახობდა. მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ცოტა გაუმართლა კიდეც". - ეს უკვე ტიმის სიტყვებია. 

 

მომზადებულია sofiaopen.bg-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები