ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, დომინიკ ტიმი დაამარცხა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, დომინიკ ტიმი დაამარცხა!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე GARANTI KOZA SOFIA OPEN-ზე, რომელიც 250-იანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8 ფინალურ შეხვედრაში, მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. 

თამაში ცენტრალურ კორტზე ჩატარდა და ის ქართველის უპირატესობით წარიმართა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მის მოწოდებაზე ავსტრიელს ბოლო გეიმამდე ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. 

ორივე პარტიის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა და საბოლოო ჯამში ბასილაშვილმა 6:4 6:4 იმარჯვა. 

1/4 ფინალში ნიკოლოზის მეტოქე, სლოვაკი მარტინ კლიჟანი იქნება. 

24 წლის ქართველმა მსოფლიო რეიტინგის ზედა ათეულის წევრი კარიერაში მეორედ დაამარცხა. მან გასული წლის შემოდგომაზე, ვენის ტურნირზე, ტომაშ ბერდიხს აჯობა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები