ჯოკოვიჩი:
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: "იმედია შარაპოვა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება"

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მარია შარაპოვას შესახებ ისაუბრა, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ კორტს აპრილში დაუბრუნდება.

"მე და მარიას ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მინდა მის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო".

"ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. მას ერთ წელზე მეტია არ უთამაშია. თუმცა ძალიან ბედნიერია, რომ მალე თამაშის საშუალება მიეცემა. მინდა იგი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდეს, რადგანაც ეს დაიმსახურა”. - აცხადებს ჯოკოვიჩი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები