ბასილაშვილი სოფიის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილი სოფიის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა

სოფიას ტურნირის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს 56-ე ჩოგანი, ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ორივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. 

პირველ პარტიაში ბასილაშვილი ერთი ბრეიკით 2:5-ზე, ხოლო მეორეში ორი ბრეიკით 1:4-ზე ჩამორჩა, თუმცა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ორივე შემთხვევაში საბოლოო სიტყვა თავად თქვა - 7:6 7:6.

1/8-ფინალში ნიკოლოზის მეტოქე 22 წლის ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-8 ადგილზეა. უნდა ითქვას, რომ ტიმი "ავსტრალიის ღია პირველობაზე" იდეალურად ვერ გამოვიდა და მხოლოდ მე-3 რაუნდში გასვლით დაკმაყოფილდა. 

შეხვედრა ხვალ, 9 თებერვალს გაიმართება და მისი დაწყების ზუსტი დრო ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები