Aa
Aa

"ლა ლიგის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად სტივენ ნ'ზონზი დაასახელეს

ესპანური "ლა ლიგის" იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი "სევილიას" ფრანგი ნახევარმცველი სტივენ ნ'ზონზი გახდა. 

28 წლის ნ'ზონზის ამ თვეში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა "ლა ლიგამ" მიიჩნია, რომ ფრანგმა უდიდესი წვლილი შეიტანა "სევილიას" წარმატებულ თამაშში - ჩემპიონატში გუნდმა 4-დან 3 შეხვედრა მოიგო. 

აი თვის საუკეთესო მწვრთნელად კი, ვიგოს "სელტას" დამრიგებელი ედუარდო ბერიცო დასახელდა, რომლის გუნდმაც იანვარში 4-დან 3 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები