Aa
Aa

"პარი სენ ჟერმენის" გრანდიოზული გეგმები...

"პარი სენ ჟერმენმა" იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა, რომელთა დამატებასაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ეცდება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან მთავარი სამიზნეები, ლონდონის "არსენალის" შემტევი ალექსის სანჩესი და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი, კუნ აგუერო არიან.

არგენტინელ თავდამსხმელთან "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ ოქტომბერში აწარმოებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ტრანსფერის ალბათობა საგრძნობლად გაზრდილია. როგორც მოგეხსენებათ, აგუეროს ამჟამინდელი კლუბის მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა და ფეხბურთელი "სიტის" დატოვებას არ გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, აგუეროსთან შედარებით, პარიზელები პრიორიტეტს მაინც ალექსის სანჩესის კანდიდატურას ანიჭებენ.

ჩილელი თავდამსხმელის დამატება შედარებით რთული იქნება, თუმცა როდესაც საქმე ფინანსებს ეხება, შეიხებისთვის შეუძლებელი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები