Aa
Aa

"ზაფხულში გუნდის დატოვება არ მსურს" - ფაჩულია სამომავლო გეგემებზე საუბრობს...

"გოლდენ სტეიტ ვორიორსის" ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას თავისი სამომავლო გეგმები გაახმოვანა. 

"როცა ხალხი მეკითხება, მივდივარ თუ არა გუნდიდან ზაფხულში, ამაზე ვპასუხობ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა შემდეგ წელსაც ამ შესანიშნავ ადგილას ვიყო". - აცხადებს ფაჩულია.

რამდენიმე კვირის წინ ფაჩულიაზე "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერიმაც ილაპარაკა. 

"ზაზა ჩვენთვის დიდი ძალა და დასაყრდენია. ის ფარზე დიდ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს შესანიშნავად ეხმარება. მან ჩემზე, როგორც შეგირდმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა". - თბილად საუბრობს კერი ქართველ ცენტრზე. 

 

მომზადებულია sfgate.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები