Aa
Aa

"რეალი" და "ბარსელონა" აგუეროს დამატების ვარიანტს განიხილავენ

მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონაა" სერხიო აგუეროს დამატება სურთ. აღნიშნულ ინფორმაციას "Marca" ავრცელებს.

არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ესპანური გრანდების ინტერესი მას შემდეგ განახლდა, რაც აგუერომ "მანჩესტერ სიტის" სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გაბრიელ ჟეზუსს დაუთმო. თავად ფეხბურთელის განცხადებით, იგი მანჩესტერულ კლუბში ზაფხულამდე დარჩება, ხოლო საკუთარ მომავალის შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ მაშინ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს დამატება "რეალსა" და "ბარსელონას" ადრეც სურდათ, თუმცა მაშინ მოლაპარაკებებს სერიოზული სახე არ მისცემია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები