NBA-ში კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს
Aa
Aa

NBA-ში კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კვირის საუკეთესო მოთამაშედ, დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი, ხოლო აღმოსავლეთში “ბოსტონის” ლიდერი, აიზეა ტომასი დაასახელეს.

გასულ კვირას “ბოსტონმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო. ტომასი კი ტრადიციულად სუპერშედეგიანი გახლდათ და საშუალოდ ერთ მატჩში 37.8 ქულას და 6.8 პასს აკეთებდა.

“გოლდენ სტეიტმა” სამიდან ორი მატჩი მოიგო, კარის საშუალო მაჩვენებელი 34.3 ქულა იყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები