როგორც იქნა:
Aa
Aa

როგორც იქნა: "მილანი" ჩინური კომპანიის ხელში გადადის!

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" ჩინური "სინო ეუროპასგან" კიდევ 300 მილიონ ევროს მიიღებს, კვირის ბოლოს კი შედგება შეხვედრა, სადაც მოლაპარაკება საბოლოოდ დასრულდება და კლუბი აზიელი ინვესტორების ხელში გადავა. 

წესით, ეს პროცესი გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო გადაიდო. იყო მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, სილვიო ბერლუსკონიმ განზრახ გააჯანჯლა პროცესი და დაიტოვა კლუბის შენარჩუნების შანსი.

კლუბის მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებები გუნდის კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. "მილანმა" ზედიზედ 4 მატჩი წააგო და გუნდის ანტირეკორდი გაიმეორა - ასეთი წარუმატებელი სერია "როსონერის" ისტორიაში მხოლოდ 6-ჯერ მოხდა.

ამ თემებზე კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა და განაცხადა, რომ ღრმად სწამს, მისი გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს და იქვე დასძინა, რომ კლუბის მენეჯმენტში მიმდინარე პროცესები მას არ ეხება და შესაბამისად, სათქმელი არაფერი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები