ილარი ბლაზიმ ბოდიში მოიხადა..
Aa
Aa

ილარი ბლაზიმ ბოდიში მოიხადა..

ალბათ ცოტას თუ ახსოვს, რომ გასულ წელს "რომას" ლეგენდარული ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მეუღლე ილარი ბრაზიმ, ლუჩანო სპალეტის პატარა კაცუნა უწოდა. ამის მიზეზი "რომას" კაპიტნის მუდმივად სათადარიგოთა შორის დატოვება იყო. დღეს კი, პრესის საშუალებით ბლაზიმ კლუბის მთავარი მწვრთნელს ბოდიში მოუხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "Football Italia" ავრცელებს.

"სპალეტის ბოდიშს ვუხდი. ჩვენს შორის არანაირი კონფლიქტი აღარ არსებობს. ხშირად მესმის ხმები იმის შესახებ, რომ ტოტიმ 70 წლამდეც კი უნდა ითამაშოს, თუმცა მე ასე არ ვთვლი. ის უკვე 40 წლის ხდება და დროა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოს" - განაცხადა ილარი ბლაზიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები