ბუფონის აგენტი:
Aa
Aa

ბუფონის აგენტი: "ჯიჯიმ შესაძლოა კარიერის დასრულდება კიდევ გადადოს"...

ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა, სილვანო მარტინამ, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. 

"ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. თუ მის ხასიათსა და ამ სპორტის მიმართ სიყვარულს გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია, კარიერა ხსენებული ტურნირის შემდეგაც გააგრძელოს". - თქვა Rai Sport-თან საუბრისას მარტინამ. 

შეგახსენებთ, რომ "ჯიჯი" 39 წლის რამდენიმე დღის წინ შესრულდა. ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 40 წლის იქნება.

დავამატოთ ისიც, რომ იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" კიდევ ერთმა ლეგენდამ, დინო ძოფმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე 40 წლისამ ითამაშა და "სკუადრა აძურასთან" ერთად ჩემპიონიც გახდა. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები