Aa
Aa

"ბარსელონას" ფანების პროტესტი მსაჯებს!

"ბარსელონას" ოფიციალურმა ფან-კლუბმა გუშინ საღამოს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მათი გუნდის მიმართ არაობიეტური მსაჯობის გამო, "ბილბაოსთან" მატჩისას, ისინი პროტესტის თავისებურ ფორმას გამოხატავენ. 

უფრო კონკრეტულად, "ბლაუგრანას" ქომაგები დღევანდელი თამაშის მე-12 წუთზე ხმოვან პროტესტთან ერთად, სპეციალურ ცხვირსახოცებსაც ააფრიალებენ. ეს ყველაფერი 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. 

კატალონიელთა ფანებს მიაჩნიათ, რომ მათი გუნდის საზიანოდ მსაჯები ბოლო დროს უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ. ამის დასტურად, მათ წინა ტურში "ბეტისთან" შეხვედრისას არ ჩათვლილი გოლი და კიდევ რამდენიმე საკამათო ეპიზოდი მოჰყავთ. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები