ცივაძემ ჰელიოვაარასთან წააგო და ფინეთმა ანგარიში გაათანაბრა!
Aa
Aa

ცივაძემ ჰელიოვაარასთან წააგო და ფინეთმა ანგარიში გაათანაბრა!

თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში", "დევისის თასის" ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და ფინეთს შორის პირველი დღე დასრულდა. 

პირველ თამაშში ჩვენის ნაკრების ლიდერმა, ეერო ვასა 4 სეტში დაამარცხა და გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ გიორგი ცივაძე, ჰარი ჰელიოვაართან 3 სეტში, 5:7 2:6 1:6 დამარცხდა და საქართველოსა და ფინეთს შორის ანგარიში 1:1 გახდა.

ხვალ, 4 თებერვალს, ამავე ჯგუფში წყვილთა შეჯიბრება გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის წყვილი, ჰარი ჰელიოვაარასა და ემილ რუუსუვუორის დუეტს შეხვდება.

მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.

ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ თბილისის "ოლიმპიური სასახლე", "უნივერსიტეტის ქუჩაზე" მდებარეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები