საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა
Aa
Aa

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლის შეძენაც რაგბის ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. 

დღეს ახალი ფორმის პრეზენტაციასთან ერთად, ონლაინ მაღაზიის წარდგენაც შედგა, სადაც ქომაგებს ფორმების ყიდვა და სხვადასხვა აქსესურების შეძენაც შეეძლებათ.

ახალი ფორმის ფასი 249 ლარია. აქსესუარების ფასები 6-დან 230 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ბურთი 230 ლარი ღირს.

ფორმის და სხვა აქსესუარების შეძენა ამ მისამართზე შეგიძლიათ - rugbystore.ge.

 

ცხელი ამბები