რონალდინიო:
Aa
Aa

რონალდინიო: "ჩემი, ეტოოსა და მესის ტრიო, MSN-ზე უკეთესი იყო"!

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ, მისი დროინდელი "ბარსას" შემტევი ტრიო, ამჟამინდელს შეადარა და საინტერესო შეფასებებიც გააკეთა. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ტრიომ "ბარსელონას" ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემი, ეტოოსა და მესის სამეული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მესის, სუარესისა და ნეიმარისა". 

"სამივე, რა თქმა უნდა, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. რაც შეეხება კონკრეტულად ნეიმარს, იგი უკვე არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. ასევე მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ის საუკეთესო გახდება. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეა და მთელი ბრაზილიის სურვილია, რომ ჩემი სიტყვები ახდეს და "ნეი" მწვრრვალზე ვიხილოთ". - განუცხადა ESPN Brazil-ს 36 წლის "გაუჩომ". 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები