რონალდუმ
Aa
Aa

რონალდუმ "რეალის" გულშემატკივრებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა!

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" მიიღო და მეტოქე საკმაოდ ადვილად, 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში თავის გამოჩენა კრიშტიანუ რონალდუმაც მოახერხა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტმა პორტუგალიელსა და "სამეფო გუნდის" გულშემატკივართა შორის, ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობა ვერ გამოასწორა.

პირიქით, როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "Sport" იუწყება, რონალდუმ მოედანზე მისულ მაყურებელს სიტყვიერი შეურაცყოფაც კი მიაყენა!

მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ბურთი დაკარგა, მაყურებლებმა მას სტვენა დაუწყეს, რის შემდეგაც პორტუგალიელმა ნერვები ვერ მოთოკა და მათ ბო***ის შვილები უწოდა!

კლუბის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა "რეალის" გულშემატკივრებსა და რონალდუს შორის რომ ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, ეს ფაქტია...

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მადრიდულმა გამოცემა marca-მ "რეალის" გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგებითაც მათმა 85%-მა რონალდუს კარიერის ჩინეთში გაგრძელება ურჩია. 

 

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები