ოფიციალურად: ოკამპოსი იჯარით
Aa
Aa

ოფიციალურად: ოკამპოსი იჯარით "მილანში" ითამაშებს!

იტალიურმა "მილანმა" 22 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, ლუკას ოკამპოსი, არენდით სეზონის ბოლომდე აიყვანა. 

ოკამპოსის სატრანსფერი უფლებები ფრანგულ "მარსელს" ეკუთვნის, თუმცა მოთამაშემ სეზონის პირველი ნაწილი ასევე განათხოვრების წესით "ჯენოაში" გაატარა. 

"ბედნიერი ვარ ისეთ ადგილას მოხვედრით, როგორიც "მილანია". ვეცდები ყველაფერი გავიღო და კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო". - განუცხადა რეპორტიორებს დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გავლილმა ოკამპოსმა. 

"როსონერიმ" სამხრეთ ამერიკელის იჯარაში "ჯენოას" 500 ათასი ევრო გადაუხადა. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები