სერენა უილიამსი
Aa
Aa

სერენა უილიამსი "ავსტრალიის ღია პირველობის" გამარჯვებული და ახალი რეკორდის მფლობელია!

35 წლის სერენა უილიამსმა "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში თავისი უფროსი და ვენუსი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა და ამ ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეშვიდედ გახდა. 

28 იანვარს მელბურნში ჩატარებულმა ფინალურმა შეხვედრამ საათსა და 21 წუთს გასტანა. სერენას ანგარიშზე 10 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა, 27 "ვინერსი", 23 უნებლიე შეცდომა და 4 ბრეიკია. 

დღევანდელი ტიტულით უცმროსმა უილიამსმა კარიერის 23-ე "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო, რითაც შტეფი გრაფს გაასწრო და "ღია ერაში" ახალი რეკორდი დაამყარა.

ზოგადად, თუკი "ღია ერამდე" ანუ 1968 წლამდე ნაჩვენებ შედეგებსაც გავითვალისწინებთ, სერენაზე წინ მხოლოდ ლეგენდარული ავსტრალიელი, მარგარეტ კორტია, რომლის აქტივშიც 24 მოგებული "დიდი სლემის" ტურნირია. 

სხვათა შორის, 74 წლის მარგარეტ კორტი დღევანდელ დაპირისპირებას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები