Aa
Aa

"დარმშტადტმა" ფეხბურთელს კონტრაქტი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო გაუწყვიტა...

გერმანული "დარმშტადტის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ანის ბენ-ჰატირა, ტერორისტულ ორგანიზაცია "ანსაართან" კავშირშია ეჭვმიტანილი და კლუბმაც მას კონტრაქტი სწორედ ამ მიზეზით გაუწყვიტა, თუმცა ეს არ იყო ცალმხრივად "დარმშტადტის" სურვილი, რადგანაც მხარეებმა შეთანხმებას ერთობლივად მიაღწიეს. 

"ვინც არ უნდა ჩაიხედოს ჩემს CV-ში, იქ ცუდს ვერაფერს აღმოაჩენს. სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ, გაჭირვებულებს დავეხმარო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ კანის ფერსა და ეთნოსს". 

"ვფიქრობ, რომ ეს სკანდალია. ამით ცდილობენ, ჩემი სპორტული კარიერა დაასამარონ". - ავრცელებს განცხადებას 28 წლის ბენ-ჰატირა. 

ამ ფეხბურთელს კარიერის დიდი ნაწილი ბერლინის "ჰერტაში" აქვს გატარებული (2011-2016), გარდა ამისა "ჰამბურგის", "დუისბურგის", "აინტრახტისა" და "დარმშტადტის" ღირსება დაუცავს. 

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები