ზაზა ფაჩულია ALL STAR-ზე ვერ მოხვდა
Aa
Aa

ზაზა ფაჩულია ALL STAR-ზე ვერ მოხვდა

27 იანვარს NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავების გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა 7-7 სათადარიგო მოთამაშე დაასახელეს, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა. 

ALL STAR-ის სათადარიგო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია: აიზია ტომასი, ჯონ უოლი, კევინ ლავი, კაილ ლავრი, პოლ ჯორჯი, კემბა უოლქერი, პოლ მილსაპი.

დასავლეთი კონფერენცია: გორდან ჰეივარდი, დეანდრე ჯორდანი, მარკ გასოლი, რასელ უესთბრუქი, დემარკუს კაზენსი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომფსონი.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი გახლდათ, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები