ოფიციალურად: ჰალილოვიჩი იჯარის წესით
Aa
Aa

ოფიციალურად: ჰალილოვიჩი იჯარის წესით "ლას პალმასში" გადავიდა!

კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი 20 წლის ხორვატი, ალენ ჰალილოვიჩი, სეზონის ბოლომდე "ლას პალმასში" ითამაშებს. 

აღნიშნული გარიგება მხარეებმა დღეს დაადასტურეს, თუმცა იჯარის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

ჰალილოვიჩმა სეზონის პირველი ნაწილი გერმანულ "ჰამბურგში" გაატარა, თუმცა მოედანზე გამოსვლის საშუალება არცთუ ხშირად ეძლეოდა. 

უნიჭიერესი ხორვატი "ბარსელონამ" 2014 წელს ზაგრების "დინამოდან" შეიძინა. 

 

მომზადებულია MARCA.COM-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები