ნიანგი სეზონის ბოლომდე
Aa
Aa

ნიანგი სეზონის ბოლომდე "უოტფორდის" ღირსებას დაიცავს

ინგლისურმა "უოტფორდმა" მბაიე ნიანგთან ხელშეკრულების გაფორმება დაადასტურა. ფეხბურთელი ამ გუნდის მაისურით სეზონის ბოლომდე, განათხოვრების წესით ითამაშებს, ხოლო შემდეგ ბრიტანელებს მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნებათ. 

22 წლის ნიანგმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და 21 ნომრიანი მაისურიც მიიღო. 

კვირას "უოტფორდი" FA CUP-ის მატჩში "მილუოლს" ესტუმრება და შესაძლოა შავკანიანი ფორვარდის დებიუტიც სწორედ იმ შეხვედრისას შედგეს. 

თუკი მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევის თამაშსა და მის მიმართ "მილანის" ფანების დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, წესით "როსონერის" ქომაგებს აღნიშნული გარიგება დიდად არ უნდა წყენოდათ. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები