ოჯახური გარჩევა
Aa
Aa

ოჯახური გარჩევა "დიდი სლემის" ფინალში

ქალთა შორის "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში, ერთმანეთს დები, სერენა და ვენუს უილიამსები შეხვდებიან.

ვენუსმა 1/2 ფინალში თანამემამულე კოკო ვანდევეგე 6:7 6:2 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ ვინუსმა მეორე და მესამე სეტები მარტივად მოიგო.

ხოლო სერენამ მარიანა ლუჩიჩ-ბარონის წინააღმდეგობა მარტივად დაძლია - 6:2 6:1. ლუჩიჩ-ბარონს მთელ მატჩში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ურთიერთშეხვედრებში სერენა ვინუსს 16:11-ზე ამარცხებს, ხოლო "გრანდ სლემის" ფინალებში უმცროსი და 6:2-ს იგებს.

"ღია ერაში" (1968 წლიდან) სერენა უილიამსს და შტეფი გრაფს ყველაზე მეტი 22-22 "დიდი სლემის" ტიტული აქვთ მოპოვებული. სერენას იდეალური შანსი აქვს, რომ გერმანელს გადაასწროს და საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსიროს.

ვინუსს შვიდი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოპოვებული. მან ბოლოს 2008 წელს უიმბლდონი მოიგო, თანაც უფროს დას ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული არ აქვს, აქამდე ერთხელ 2003 წელს იყო ფინალში და მაშინ სერენასთან 7:6, 3:6, 6:4 დამარცხდა. 36 წლის ვინუსი ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

დავამატოთ ისიც, რომ დების ბოლო მატჩი, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში შედგა, 2009 წლის "უიმბლდონით" თარიღდება. 

ფინალური შეხვედრა შაბათს, 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები