ნადალმა რაონიჩი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

ნადალმა რაონიჩი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა!

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, "ავსტრალიის ღია პირველობის" 1/4 ფინალურ სტადიაზე, კანადელი მილოშ რაონიჩი 3 სეტში დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. 

რაფამ პირველი და მე-3 სეტები თითო ბრეიკით 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტში, მაშინ როცა ტაიბრეიკზე 4:6 აგებდა, საბოლოო წარმატებას მაინც მიაღწია და შემოკლებული გეიმი 9:7-ზე დახურა. 

საერთო ჯამში რაონიჩი ცუდად არ თამაშობდა, თუმცა იგი გადამწყვეტ მომენტებში ელემენტარულმა შეცდომებმა დააღალატა. რაშიც კანადელს ვერ შევაქებთ, ეს მიღებაა, რადგანაც მთელ შეხვედრაში მან მეტოქის მოწოდებაზე ვერცერთი გეიმი ვერ აიღო, ჯამში კი მას ამის გაკეთების 4 შანსი ჰქონდა, თანაც ორი ბრეიკ-პოინტი რაონიჩს მეორე სეტში 5:4-ზე ჰქონდა, როცა ნადალი საკუთარ მოწოდებაზე 15:40 ჩამორჩა და სეტ-პოინტების გადარჩენა მოუწია. 

1/2 ფინალში ნადალის მეტოქე, გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც თავის მხრივ, ასევე 3 სეტში, ბელგიელი დავიდ გოფინი დაამარცხა. 

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკას შეხვდება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები