ბენზემა: სეზონის დასკვით ნაწილს იდეალურ ფორმაში შევხვდებით
Aa
Aa

ბენზემა: სეზონის დასკვით ნაწილს იდეალურ ფორმაში შევხვდებით

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა „ბარსელონასთან“ მარცხის მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ მისი გუნდი სეზონის დასკვნით ფაზას იდეალურ ფორმაში შეხვდება.

 

"ჩვენ წავაგეთ "ელ კლასიკო", მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, რადგან გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე. ვეცდები ტემპი არ დავაგდო და გადამწყვეტ თამაშებში გუნდს გატანილი გოლებით დავეხმარო. კრიშტიანუ რონალდუ ფორმაში შედის, კატალონიაში მან კვლავ გაიტანა, ასევე მოედანზე სხვა მხრივაც აქტიური იყო და თანაგუნდელებს გამჭოლი გადაცემებით ამარაგებდა. პორტუგალიელს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვს. მაქსიმალური მოტივაციით ვთამაშობდი და მიხარია, რომ შედეგიანი გადაცემა გავაკეთე. მადრიდის "რეალი" ისეთივე გოლების მანქანა უნდა გახდეს, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო, რადგან წინ რთული მეტოქეები გვყავს. „ლა ლიგაში“ წარმატებაზე ვფიქრობთ. „ვალენსია“ „სევილია“ და სხვები, ეჭვი არ მეპარება, რომ რთული მატჩები გველის, მაგრამ ათივე მატჩის მოგებას ვეცდებით. კატალონიელებს მეტი შანსი აქვთ, რადგან ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მაგრამ "რეალი" ლუის ენრიკეს გუნდის წაბორძიკებას გამოიყენებს." რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სიმეონეს გუნდთან თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს. ვეცდებით, შელახული რეპუტაცია აღვიდგინოთ და ფანების გულები მოვიგოთ. "ატლეტიკომ" ბოლო თამაშში ფიასკო განგვაცდევინა, ახლა კი ჩვენი ჯერია." ლუკა მოდრიჩი? ის საჭირო ფეხბურთელია. ხორვატის გარეშე ნახევარდაცვა ვერ არის ისეთი მობილური, როგორიც მასთან ერთად. დასკვნით ფაზას ლუკასთან ერთად, საუკეთესო კონდიციაში შევხვდებით." - განაცხადა კერიმ ბენზემამ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები