ოფიციალურად: გონსალო გედესი
Aa
Aa

ოფიციალურად: გონსალო გედესი "პსჟ"-ში ითამაშებს!

პორტუგალიური "ბენფიკას" 20 წლის ყოფილი შემტევი, გონსალო გედესი, ამიერიდან ფრანგული "პსჟ"-ს ღირსებას დაიცავს. იგი უახლოეს საათებში ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

პოპულარული საიტის, transfermarketweb-ის ინფორმაციით, პარიზელებს გედესის შეძენა 21 მილიონი ევრო დაუდჯათ, ხოლო სააგენტო GOAL.COM-ი ამბობს, რომ პორტუგალიელი ფრანგებთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

გონსალო გედესს, რომელსაც თავისი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ და მას "ახალ რონალდუდაც" მოიხსენიებენ. შესაბამისად, არ გვიკვირს, რომ მისით არერთი ევროპული გრანდი გახლდათ დაინტერესებული. 

ეს ფეხბურთელი "ბენფიკას" საფეხბურთო სკოლაში 2005 წელს ჩაირიცხა, ხოლო მთავარ გუნდში 2014-2017 წლებში თამაშობდა. 

 

მომზადებულია dailystar.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები