კოუტინიო
Aa
Aa

კოუტინიო "ენფილდზე" 2022 წლამდე დარჩება!

ინგლისურმა "ლივერპულმა" თავის ლიდერ ფილიპე კოუტინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას მერსესაიდელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს. 

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი, რომელსაც აქამდე კონტრაქტი 2020 წლამდე ჰქონდა, "ენფილდზე" 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 

ასევე საგულისხმოა, რომ კოუტინიო კვირაში 150 ათას გირვანქა-სტერლინგს (წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი) მიიღებს, რითაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 

24 წლის ბრაზილიელს "ლივერპულის" მაისურით 163 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი. იგი ამ გუნდში 2013 წლის იანვარში "ინტერიდან" გადავიდა. 

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები