ბეილი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს
Aa
Aa

ბეილი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს

ბრიტანული გამოცემა independent ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, "რეალის" ქომაგებისათვის სასიამოვნო ახალ ამბავს ავრცელებს. 

საქმე ისაა, რომ მიმდინარე კვირაში "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ლიდერი, გარეტ ბეილი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაახლებს. 

ბეილი "სპორტინგთან" "ჩემპიონთა ლიგის" მატჩისას დაშავდა, რის გამოც ნოემბრის ბოლოს ლონდონში ოპერაციის გაკეთება მოუწია და უკვე 2 თვეზე მეტია რეაბილიტაციის კურსს გადის. 

მადრიდულ კლუბში იმედოვნებენ, რომ უელსელი ბურთთან ერთად ვარჯიშს თებერვლის დასაწყისიდან შეძლებს, თუმცა მას "ჩემპიონთა ლიგაზე" "ნაპოლისთან" გასამართი პირველი მატჩისათვის მოედანზე არ უნდა ველოდოთ.

მისი მინდორზე გამოსვლის სავარაუდო თარიღი თებერვლის ბოლო ან მარტის პირველი რიცხვებია. 

 

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები