ხამესი ტრავმირებულია...
Aa
Aa

ხამესი ტრავმირებულია...

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი საკუთარი გუნდის დახმარებას უახლოეს რამდენიმე შეხვედრაში ვერ შეძლებს.

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული, რომლის გამოც ხამესმა "სამეფო გუნდის" გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს და მისი დაბრუნების ზუსტი დრო, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პირველადი ვარაუდებით კი, ხამეს როდრიგესი სავარაუდოდ 3 კვირამდე იუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები