ოფიციალურად: დელოფეუ სეზონის ბოლომდე
Aa
Aa

ოფიციალურად: დელოფეუ სეზონის ბოლომდე "მილანში" ითამაშებს!

ინგლისურმა "ევერტონმა" და იტალიურმა "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ესპანელი ვინგერი ხერარდ დელოფეუ სეზონის ბოლომდე "სან სიროზე" ითამაშებს. 

"როსონერიმ" ფეხბურთელთან 6 თვიანი იჯარა გააფორმა, თუმცა საუბარი არაა გამოსყიდვის უფლებაზე, რომელზეც ინგლისელებმა იტალიელებს უარი უთხრეს. 

22 წლის დელოფეუ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რომლის შემდეგაც "მილანელოზე" პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებს. 

პირენეელმა შესაძლოა ხვალ გასამართ სათასო მატჩშიც მიიღოს მონაწილეობა. "მილანი" თასის 1/4 ფინალში "იუვენტუს სთედიუმზე" თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები