Aa
Aa

"რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალს უდიდესი დანაკლისით შეხვდება!

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "მალაგა" მიიღო და რთულ ბრძლაში, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ეს გამარჯვება "სამეფო გუნდს" ძალიან ძვურად დაუჯდა, რადგან მატჩის 25-ე წუთზე მარსელომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი, თამაშის გაგრძელება ვერც მოდრიჩმა ვეღარ შეძლო.

დღეს ორივე ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის პასუხიც "რეალის" გულშმატკივართათვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. მარსელოს ბარძაყის ტრავმა დაუდგინეს, მოდრიჩს კი კუნთი აქვს გაჭიმული. ერთი შეხედვით, ტრავმის სიმძიმე კატასტროფული არცერთი მოთამაშისთვის არ ჩანდა, თუმცა ექიმების თქმით, მოედანზე დაბრუნებას მარსელო და მოდრიჩი მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მარსელო და მოდრიჩი "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" 2 მატჩიან დუელში "ნაპოლის" გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები