რუნიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა..
Aa
Aa

რუნიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა..

დღეს დილით, ბრიტანულმა გამოცემა "Sky Sport"-მა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

საქმე კლუბის ლეგენდარულ თავდამსხმელ, უეინ რუნის ეხება, რომელმაც აღნულ წყაროსთან საუბარში განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს...

"მე ამ კლუბის ღირსებას უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცავ და მას, ჩემს გულში სამუდამოდ უკავია ადგილი. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მე წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ. ფეხბურთის თამაში კიდევ დიდი ხნით მსურს და "მანჩესტერი" ის გუნდია, სადაც მე ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ თავს" - განაცხადა უეინ რუნიმ.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ჩინური კლუბი ანაზღაურების სახით, რუნის კვირაში 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს(!) სთავაზობდა (ცნობისთვის, ამჟამად ფეხბურთელი ყოველკვირეულად 345 000 გირვანქას გამოიმუშავებს).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები