სერენამ საფაროვას ამჯერადაც მოუგო
Aa
Aa

სერენამ საფაროვას ამჯერადაც მოუგო

"დიდი სლემის" 22 გზის ჩემპიონმა, სერენა უილიამსმა, "ავსტრალიის ღია პირველობის" 1/32-ფინალში, ჩეხი, ლუსი საფაროვა, 6:3, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. სერენამ ორივე სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, ხოლო თავისი მოწოდება ერთხელაც არ წაუგია. 

მომდევნო შეხვედრაში უილიამსი თანამემამულე ნიკოლა გიბსს შეხვდება, მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები