ზაზა ფაჩულია უესტბრუკის მუქარაზე:
Aa
Aa
20 იანვარი 2017  |  13:43

ზაზა ფაჩულია უესტბრუკის მუქარაზე: "ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ"!

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია "ოკლაჰომას" გამთამაშებლის, რასელ უესტბრუკის კომენტარს გამოეხმაურა.

"ასეთ გამონათქვამებზე განსაკუთრებულად არ ვფიქრობ. კარგი, სამაგიერო გადამიხადონ. მაგრამ ლიგაში უკვე მე-14 სეზონს ვატარებ. ყველამ ვიცით, როგორი ამოცანა მაქვს მოედანზე - ვითამაშო ხისტად. არც უხეშად, არც ბინძურად, მაგრამ ხისტად. თუ ეს ხისტი ჯარიმა იყო, ეს ჯარიმა იყო, მაგრამ იქ უხეშობა საერთოდ არ ყოფილა, ამიტომ ამაზე არ ვდარდობ". - თქვა ფაჩულიამ.


Sportall.Ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები