რასელ უესტბრუკის უხამსი მუქარა ფაჩულიას...
"ოკლაჰომას" გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, ზაზა ფაჩულიასთან მომხდარ ინციდენტთან, დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "გოლდენ სტეიტი"-"ოკლაჰომას" მატჩისას უესტბრუკის წინააღმდეგ ხისტად ითამაშა.
უესტრბუკმა ფაჩულიას მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა და აღნიშნა, რომ ფაჩულია ინანებს ამ საქციელს.
"I’m going to get his ass back"
"არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მსგავს რამეს ყურადღების გარეშე არ დავტოვებ და სამაგიეროს გადავუხდი".
ჯარიმის შემდეგ ის ჩემ ზემოთ დადგა? ეს თამაშის დროს არ დამინახავს, მხოლოდ ახლა ვნახე. ის პასუხს აგებს ამაზე. არ ვიცი, როდის და არ ვიცი როგორ, მაგრამ ასეთ რამეს არავის ვაპატიებ". - თქვა უესტბრუკმა თამაშის მერე.
იხილეთ აღნიშნული ინციდენტი ლინკზე:
http://www.crystalsport.ge/video/1058