მერტესაკერმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა!
ლონდონის "არსენალის" ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელმა მცველმა, პერ მერტესაკერმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იგივე ფრანსის კოკლენმა, ოლივიე ჟირუმ და ლორან კოშელნიმ გააკეთეს.
32 წლის მერტესაკერი, რომელიც "არსენალის" კაპიტანია, "მეთოფეთა" რიგებში 2011 წლიდან თამაშობს.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით