NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ფილადელფია - ტორონტო

ბოლო ტურში სუტმრად მილოუკისთან გამარჯვების შემდეგ, ფილადელფია შინ ტორონტოს დამარცხებას შეეცდება. მასპინძილებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 13 მოგებით და 26 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებენ.

 

მიჯრით ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხა ტორონტომ. კანადელებმა, გასულ ტურში სტუმრად ბრუკლინს სძლიეს 109:119. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ტორონტომ ორ მათგანში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 28 გამარჯვებით და 13 მარცხით, ტორონტო ამავე კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, ტორონტოს გამარჯვებით დასრულდა. ფილადელფია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 99,2 ქულას უშვებს. რაც შეეხება ტორონტოს, ის ბოლო ხუთ გასვლაზე,  საშუალოდ 106.6 ქულას აგროვებს. უშუალოდ ბოლო ხუთივე გასვლა ფილადელფიასთან, კანადელებს მოგებული აქვთ.

 

ვფიქრობთ, არც ეს შეხვედრა უნდა გამოდგეს გამონაკლისი  -  ტორონტოს @ 2

 

ტრავმები :

ფილადელფია  - ტ.ჯ მაკკონელი, ნერლენს ნოელი, ჯოელ ემბიდი.

ტორონტო - პატრიკ პატერსონი, დელონ რაითი, ლუკას ნოგუეირა.

 

 

 

ჰიუსტონი - მილოუკი

ბოლო ტურში სტუმრად მაიამისთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ჰიუსტონი რეაბილიტაციას შინ მილოუკისთან შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ. 32 მოგების წილ 12 წაგებით, ჰარდენი და კამპანია, დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ასევე დაუგეგმავი მარცხი განიცადა მილოუკიმ. ბაქსის კალათბურთელებმა სულაც ფილადელფიასთან დათმეს საშინაო შეხვედრა 104-113. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, სამ მათგანში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 20 მოგებით და 20 წაგებით, მილოუკი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან  ოთხში,  გამარჯვება ჰიუსტონს დარჩა. მასპინძლები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 114.8 ქულას აგროვებენ. მილოუკი ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 106.8 ქულას იღებს საკუთარ კალათში.

 

ვფიქრობთ, ყველანაირი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჰიუსტონმა მოიგოს ეს შეხვედრა @ 1

 

ტრავმები :

ჰიუსტონი - რაიან ანდერსონი;

მილოუკი - არავინ;

 

 

გოლდენ სტეიტი - ოკლაჰომა

გასულ ტურში, ლიგის მოქმედი ჩემპიონის, კლივლენდის განადგურების შემდეგ, გოლდენ სტეიტი ოკლაჰომას „მონელებას“ შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება აქვთ აქტივში. 35 მოგებით და 6 მარცხით, „ოქროს ბიჭუნები“ დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

არცთუ კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ოკლაჰომა. ვესტბურკი და კამპანია, ბოლო ტურში სტუმრად კლიპერსთან განადგურდა 98:120. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ ორჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 25 მოგების წილ 18 წაგებით, ოკლაჰომა ამავე კონფერენციის მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხ მათგანში გამარჯვება კარის და კამპანიას დარჩა. გოლდენ სტეიტი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ ფანტასტიურ 120.8 ქულას აგროვებს. ოკლაჰომა თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 109.2 ქულას უშვებს.

ვფიქრობთ, დურანტის გადმოსვლის შემდეგ, პირადად მისთვის და გუნდისთვის დიდი მოტივაცია იქნება, ოკლაჰომას კლივლენდის „ სინდრომი დამართონ“

 

გოლდენს ტეიტის ფორა  @ 1  -10.5

ტრავმები :

გოლდენ სტეიტი - არავინ;

ოკლაჰომა - სტივენ ადამსი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები