დანტე: გუარდიოლას სიტყვებმა თავდაჯერებულობა შემმატა
Aa
Aa

დანტე: გუარდიოლას სიტყვებმა თავდაჯერებულობა შემმატა

მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა, დანტემ აღიარა, რომ „პორტუსთან“ მატჩის შემდეგ, მისთვის ამდენი კრიტიკის მოსმენა ადვილი ნამდვილად არ იყო. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დანტემ ძალიან ცუდად ითამაშა და „ბაიერნის“ გულშემატკივრები გუნდის მარცხს სწორედ ბრაზილიელ მცველს აბრალებდნენ.

„პორტუსთან“ მატჩის შემდეგ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა. ამაში კი ხოსეპ გუარდიოლა დამეხმარა და მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ის ხედავდა ჩემს მდგომარეობას და ჩემს გასამხნევებლად ყველაფერს აკეთებდა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უკანასკნელი 3 თამაში ძალიან კარგად ჩავატარე. მწვრთნელმა იცის, რომ ჩემი იმედი ნებისმიერ დროს უნდა ქონდეს“ - განაცხადა დანტემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები