AS:
Aa
Aa

AS: "ბარსელონამ" არდას ფასი დაადო!

ესპანური და თურქული პრესა ბოლო პერიოდში აქტიურად წერს, რომ არდა თურანს ერთ-ერთი ჩინური კლუბი ეპატიჟება. 

AS-ის თქმით, "ბარსელონამ" თურქ ფეხბურთელს ფასი დაადო და მისი გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 30 მილიონი ევრო იქნება. 

მართალია, ლუის ენრიკეს არდას გუნდიდან წასვლა არ სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები სხვა აზრზე არიან, რომელთაც საკმაოდ მსუყე შეთავაზება მიიღეს და თურქის გაყიდვა ჭკუაში დაუჯდათ.

შესაბამისად, დიდი ალბათობით, 2015 წელს "ატლეტიკოდან" 42 მილიონ ევროდ შეძენილი თურქი, "ნოუ კამპს" დატოვებს და აზიას მიაშურებს. ჯერჯერობით მისი მომავალი კლუბი არ სახელდება. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები