ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "ავსტრალიის ღია პირველობას" გამოეთიშა

აქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერთან გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან 4:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.

მატჩში გარდამტეხი მესამე სეტი აღმოჩნდა, იქამდე კი ჩოგბურთელებმა თითო-თითო სეტი მოიგეს, მესამე პარტიაში ბასილაშვილი ორი ბრეიკით 4:0 დაწინაურდა, თუმცა სამწუხაროდ, სეტში უდიდესი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელიც გერმანელმა 7:2 მოიგო.

მეოთხე სეტში, კოლშრაიბერმა ერთი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

მატჩი 2 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ნიკა ბადესთან არადამაჯერებლად თამაშობდა - 11-ჯერ გავიდა და მხოლოდ სამჯერ მოიპოვა ქულა.

ბასილაშვილმა "ავსტრალიის ღია პირველობის" ძირითად ბადეში შესვლით 50 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები