მესი:
Aa
Aa

მესი: "ბარსადან" ჩემი ნებით არ წავალ"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"განვიხილავ, თუ არა ინგლისიდან მოსულ შემოთავაზებებს? ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონამ" ყველაფერი მომცა, ამიტომაც ამ კლუბში მანამ ვითამაშებ, სანამ მისთვის საჭირო ვიქნები".

"ბარსელონაში" ყველა ტურნირი პრიორიტეტულია და ეს გუნდი ყოველთვის ტიტულებზეა ორიენტირებული. სეზონის დაწყებამდე ჩვენ ერთ–ერთი ტურნირი არ აგვირჩევია, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა მათგანი მოვიგოთ".

"წაგებები დიდხანს არ მამახსოვრდება. ამ გრძნობასთან შეგუება არ მიყვარს, ამიტომაც წაგების შემდეგ უფრო მოტივირებული ვხდები". – აცხადებს მესი. 

 

მომზადებულია MARCA.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები