Bild: ხაბი ალონსო სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს!
Aa
Aa

Bild: ხაბი ალონსო სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს!

გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს ინფორმაციას, რომ სეზონის ბოლოს ესპანელი ხაბი ალონსო აქტიური სპორტიდან წავა. 

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი "ბაიერნის" ბოსებს უკვე ესაუბრა და თავისი გადაწყვეტილება ამცნო, რომლის თანახმადაც, მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. 

ჩვენის მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია კულუარულად მხოლოდ Bild-მა გაავრცელა, თუმცა ამ სააგენტოს რეიტინგულობიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, გამორიცხულია ეს ამბავი სიმართლესთან შორს იდგეს. 

ხაბი ალონსო ამჟამად 35 წლისაა. იგი სხვადასხვა დროს "სოსიედადში", "ეიბარში" (იჯარით), "ლივერპულსა" და "რეალში" თამაშობდა. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები