Aa
Aa

"მილანი" დელოფეუსთან ახლოსაა, თუმცა...

Sky Sport Italia-ს ცნობით, "მილანი" ხერარდ დელოფეუს იჯარით გადმობირებასთან ახლოსაა, თუმცა სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლების გარეშე. 

როგორც ვიცით, ესპანელმა "მილანში" თამაშის სურვილი თავად გამოთქვა და წყაროს თქმით, "ევერტონი" მის სურვილს შეასრულებს.

თუმცა ინგლისელები მთლად ისეთი კეთილნიც არ აღმოჩნდნენ, რომ "მილანს" საიჯარო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებაც ჩაუწერონ. 

იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს დღეებში დაადასტურებენ. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები