ფაბიო კანავაროს
Aa
Aa

ფაბიო კანავაროს "ტიანჟინი" კალინიჩს 45 მილიონად შეიძენს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფიორენტინას" 29 ფორვარდმა ნიკოლა კალინიჩმა ჩინურ "ტიანჟინში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. 

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩინელები ფლორენციელთა ლიდერში 45 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

არაოფიციალური მონაცემებით, თავად ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს აიღებს. 

კალინიჩი "ფიორენტინაში", 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. 

"ტიანჟინის" მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კანავაროა.

ამ კლუბმა ცოტა ხნის წინ "ზენიტიდან" აქსელ ვიტსელი შეიძინა. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები