ოფიციალურად: ბონავენტურა
Aa
Aa

ოფიციალურად: ბონავენტურა "მილანში" 2020 წლამდე დარჩება!

"მილანმა" თავის ერთ-ერთ ლიდერ ჯაკომო ბონავენტურასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ცნობას "როსონერის" ოფიციალური ვერბ-გვერდი ავრცელებს. 

27 წლის ბონავენტურას მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. 

იგი მილანურ გრანდში 2014 წელს ბერგამოს "ატალანტადან" გადავიდა. 

ბონავენტურა იტალიის ნაკრების წევრი 2013 წლიდანაა და მას შემდეგ 8 სანაკრებო "კეპი" აქვს. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები