Aa
Aa

"ბარსა" მესის კონტრაქტისთვის რაკიტიჩისა და არდას გაშვებას გეგმავს

2018 წლის ზაფხულში „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება.  2016 წლის ნოემბრის შემდეგ პრესაში აქტიურად იწერება ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა გრანდები თავის გუნდში ჩარიცხვის სანაცვლოდ არგენტინელს ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობენ.

„სიტი“, „პარი სენ ჟერმენი“ და ბევრისთვის მოულოდნელად ერთ-ერთი ჩინური კლუბი,  მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა არგენტინელთან ხელფასის თანხაზე ვერაფრით შეთანხმდნენ.  ესპანური პრესა აქტიურად ლაპარაკობს იმაზე, რომ მესის დარჩენის სანაცვლოდ შესაძლოა კლუბის პრეზიდენტმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც კი გაყიდოს.

გამოცემა EL Confidencial-ის ცნობით, კლუბი მზადაა, მესისთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად  მზადაა არდა თურანი და ივან რაკიტიჩი გაასხვისოს. წყაროს მტკიცებით აღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვით გუნდი 60 მილიონის მიღებასა და მათ ნაცვლად ილქაი გიუნდოგანის შეძენას აპირებს.

აღნიშნული ტრანსფერების წყალობით, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები იმ თანხას დაზოგავენ, რომლითაც შემდგომ ლეო მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები