ოფიციალურად: ლუის ადრიანო
Aa
Aa

ოფიციალურად: ლუის ადრიანო "სპარტაკის" ფეხბურთელია

„მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ბრაზილიელი ლუის ადრიანო, ამიერიდან მოსკოვის „სპარტაკში“ იასპარეზებს.

ფეხბურთელი კლუბის დირექტორს უკვე შეხვდა და მოსკოვის „სპარტაკის“ მუზეუმი დაათვალიერა.

„მოხარული ვარ რომ მოსკოვის სპარტაკში გადმოვედი. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა მელის. ვიმედოვნებ, რომ გაცემულ ავანსს გავამართლებ და ჩემს უმთავრეს მიზანს ბევრი გოლების გატანას მოვახერხებ. კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან თბილად შემხვდა, აქ ყველაფერია იმისთვის რომ მაღალ დონეზე ითამაშო.

 

იტალიური პრესის ცნობით, მოსკოველებმა ადრიანოში 1 მილიონი ევრო გადაიხადეს. ლუის ადრიანომ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები