რუნი:
Aa
Aa

რუნი: "რეალში" წასვლამდე რონალდო ჩემს სახლში იყო და ტიროდა"

 

„წითელი ეშმაკების“ კაპიტანმა უეინ რუნიმ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც მის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.

თავდამსხმელის თქმით სანამ პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებდა წინა ღამეს მასთან სახლში მივიდა.

„მადრიდში წასვლამდე რონალდო ჩემთან სახლში მოვიდა. რათქმაუნდა ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და გატარებულ დროზე ვსაუბრობდით. გავიხსენეთ „იუნაიტედში“ მისვლის პირველი დღეები და რათქმაუნდა ფერგის მძიმე დავალებები, რომლის შესრულებაც თავიდან ძალიან გვიჭირდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმ შესანიშნავ ატმოსფეროზე რაც გუნდში ყოველთვის სუფევდა. საუბრისას კრიშტიანუმ ემოცია ვერ შეიკავა და ბევრი იტირა, მაგრამ ის ხშირად ახსენებდა, რომ მადრიდის „რეალში“ თამაში ყოველთვის მისი ოცნება იყო.

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ რიგებში 2003 დან 2009 წლამდე თამაშობდა. რა დროის განმავლობაშიც მან სამჯერ პრემიერლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

2009 წელს სარეკორდო 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ პორტუგალიელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები